
ხელისუფლება უსმენს ხალხს
#ერთადდავგეგმოთმომავალი
#ხელისუფლებაუსმენსხალხს
საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო-რწმუნებული ზვიადი შალამბერიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების სხვიტორის, დუნთის, ბაჯითისა და სარეკის მოსახლეობას შეხვდნენ.
✅,,ჩვენ მოვედით, რომ მოვისმინოთ თქვენთვის არსებული პრობლემების შესახებ და ერთად მოვძებნოთ ამ პრობლემების გადაჭრის გზები“;
✅,,ერთად დავგეგმოთ 2020 წლის ბიუჯეტი“- ეს ის გზავნილებია რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ისმოდა.
▶️მოსახლეობამ სტუმრებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც მათი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არის საჭირო. მათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს როგორც ქვეყანაში, ისე საჩხერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე.