სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

#ხალხისთვის

#ერთადგადავჭრათპრობლემები

საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი აბუსერიძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო-რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, პარლამენტის წევრი, საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ჭალოვანის, ხვანის, ლიჩისა და ღოდორის მოსახლეობას შეხვდნენ.

მოსახლეობამ დეტალური ინფორმაცია მიიღო იმ პროგრამებზე, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. მოსახლეობამ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელთა მოგვარებაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არის საკითხები, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების უშუალო ჩარევით უნდა გადაწყდეს. რიგი პრობლემები , მოსახლეობასთან ერთად ადგილზე გაადწყდა. გამოიკვეთა პრიორიტეტები, რომელიც სამომავლო სამოქმედო გეგმაში განისაზღვრება.

მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება და ის საჩხერის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მოიცავს.