სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა მიმდინარეობს

მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევა სამხედრო სავალდებულო სამსახურში წარმატებით მიმდინარეობს. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში აცხადებენ რომ გაწვევა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. დღეს კიდევ 26 ახალგაზრდა წაიყვანეს დედაქალაქში დამატებითი შემოწმებისთვის. პირველი ეტაპისთვის 19 წვევამდელიდან 15 ჩაირიცხა სავალდებულო სამსახურში. საქართველოს მთავრობის N360 განკარგულების მიხედვით მოქალაქეთა 2019 წლის საშემოდგომო გაწვევა 12 აგვისტოს დაიწყო. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მომსახურეთა რიცხვი პენიტენციურ სისტემებში საჭიროების მიხედვით უნდა გადანაწილდეს. საჩხერის მუნიციპალიტეტიდან საშემოდგომო გაწვევის ფარგლებში 37 მოქალაქე უნდა ჩაირიცხოს საქართველოს თავდაცვის, იუსტიციისა და შსს სამინისტროებში.