მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

#ჩვენვუსმენთხალხს

#ერთდშევარჩიოთპრიორიტეტები

იმერეთის მხარეში სახელმწიფო-რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ინფორმაციული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელი გოჩა ბარბაქაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები პროექტ ,,ღია შეხვედრების“ ფარგლებში ქორეთის, კალვათის, ზედა ორღულისა და ჩიხის მოსახლეობას შეხვდნენ. მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიეწოდა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ თუ სოციალური პროექტების შესახებ. მოსახლეობის მხრიდან დაყენებული პრობლემების უმეტესი ნაწილი უახლოეს პერიოდში დადებითად გადაწყდება, ნაწილი განხორციელების პროცესშია და მათ ამის შესახებ განემარტათ. რამდენიმე პრიორიტეტი, რომელიც მოსახლეობამ ადგილზე გადაწყვიტა, მომავალ წელს განხორციელდება.

 პროექტ ,,ღია შეხვედრების“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში ეტაპობრივად გაიმართება.