მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

#ჩვენვუსმენთხალხს

#ერთდგადავჭრათპრობლემები

მერჯევი, ივანწმინდა, სავანე, არგვეთი-ეს ის სოფლებია სადაც  პროექტ ,,ღია შეხვედრების“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. იმერეთის მხარეში სახელმწიფო-რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, პარლამენტის წევრი, ქ. ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, დიმიტრი მხეიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ზემოაღნიშნულ სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ და ადგილზე გაეცნენ მათ საჭიროებებს. ცენტრალური საავტომობილო გზები, წყალმომარაგება სოფლების მერჯევის, ივანწმინდის, სავანესა და არგვეთისათვის პრობლემას აღარ წარმოადგენს. მოსაწესრიგებელია შიდა საუბნო გზები, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები, რომელიც ეტაპობრივად აუცილებლად მოწესრიგდება. მოსახლეობამ ამ ეტაპზე მიმდინარე და უახლოეს პერიოდში დასამთავრებელ პროექტებზე მიიღეს ინფორმაცია, ასევე მიიღეს ინფორმაცია იმ პროგრამების შესახებ-,,აწარმოე საქართველო“, ,,დანერგე მომავალი“, რომლებიც სახელმწიფოს ხელშეწყობით ხორციელდება. მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანია იმ პროექტების განხორციელება, რომლებიც მათი კეთილდღეობისათვისაა. სოფელ მერჯევში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის დაწყების სამუშაოები მიმდინარეობს, რაც მათი მოთხოვნა და დიდი სურვილი იყო.  დასრულების ფაზაშია ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ არგვეთში და მიმდინარეობს კულტურის სახლის მშენებლობა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ერთად მომავალი წლის პრიორიტეტები განსაზღვრეს.

 პროექტ ,,ღია შეხვედრების“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში ეტაპობრივად გაიმართება.