არგვეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში შეხვედრები გაიმართა

#ჩვენვუსმენთხალხს

#ერთადდავგეგმოთპრიორიტეტები

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ცხამის, იტავაზის, ბახიოთისა და შალაური/მახათაურის მოსახლეობას შეხვდნენ.  მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ სოფლებში ბევრი პრობლემა მოგვარებულია, მაინც რჩება რიგი პრობლემებისა, რომელიც უახლოეს პერიოდში აუცილებლად მოგვარდება და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება. შიდა საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა მომავალი წლის ბიუჯეტში განისაზღვრა. რამდენიმე მონაკვეთზე შიდა საუბნო გზის მოხრეშვა  კი უახლოეს მომავალში მოგვარდება. ასევე უახლოეს მომავალში მოგვარდება სოფელ ცხამში ხაჟალიების უბანში ნაგვის ურნების განთავსების პრობლემა. რაც შეეხება სოფლების ბახიოთისა და მახათურის წყლის სისტემების მშენებლობას, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ინტენსიური პროცესები მიმდინარეობს. რაც შეეხება ტყეკაფების გამოყოფას, მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომ ადგილებზე, ეს პრობლემაც უახლოეს მომავალში მოგვარდება.

პროექტ ,,ღია შეხვედრების“ ფარგლებში შეხვედრები ყველა სოფელში გაიმართება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეხვედრები იმერეთის მხარის 170 სოფელშია  გამართული.