სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - www.sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ 470 ბავშვს საჩუქარი გადასცა!

- 10/04/2018



საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ 38 403 ლარის ღირებულების ტვირთი გადასცა. LC WIKIKI-ს ტანსაცმელი მოწყვლადი ჯგუფებისთვის იყო განკუთვნილი; ტვირთი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა საჩხერის წითელი ჯვრის ფილიალის ხელმძღვანელთან ერთად ასაკობრივ კატეგორიებად დაახარისხეს და 13 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 50- ზე მეტ სოფელში მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ და უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს დაურიგეს. დახმარება მიიღო 150 ზე მეტმა ოჯახმა (470-მა ბავშვმა).საქველმოქმედო აქციებში ჩართულები იყვნენ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის,მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე საჩხერის წითელი ჯვრის ფილიალის ხელმძღვანელობა.