სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - www.sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

თამარ დეკანოიძეს 100 წლის იუბილე მიულოცეს

- 11/04/2018



დაბადებიდან 100 წლისთავი და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული სოფელ ივანწმიდაში მცხოვრებ თამარ დეკანოიძეს თვითმმართველობისა და საქართველოს წითელი ჯვრის საჩხერის ფილიალის წარმომადგენლებმა ერთობლივად მიულოცეს. ქალბატონი თამარი მხნედ და ყოჩაღად გამოიყურება, მასთან მისულ სტუმრებს იმერული მასპინძლობა პირადად გაუწია. მრავალი დარდისა და სიხარულის მომსწრე მეექვსე თაობის შთამომავლებს ითვლის და მიუხედავად ბევრი დარდისა და მწუხარებისა თავს ბედნიერად თვლის, რომ თავისი სიცოცოხლის მანძილზე როგორც საზოგადოებრივ, ისე პირად ცხოვრებაში მხოლოდ სიყვარულს თესავდა.